2023 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობამ 4,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 578 მლნ-ით მეტია წინა წლის მონაცემზე. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 704,364 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,6%-ია.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებისგან 3,795 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 24,6%-ს შეადგენს.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 455,649 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 343,590 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 248,772 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 106,901 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 105,751 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის -295,485 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 50,017 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 36,096 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 30,834 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 30,161 მლნ აშშ დოლარი.