2026 წლის III კვარტალში საქართველოში 432 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.9 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო ქ. თბილისში (10.9 პროცენტი), კახეთის რეგიონში (10.2 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (7.6 პროცენტი), სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში (5.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (5.1 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.6 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.9 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.9 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.2 პროცენტი).

2026 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 374 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 1 296 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 388 კაცით განისაზღვრა.

2026 წლის III კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული (განთავსებული) იყო 138.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.9 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.7 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.6 პროცენტი – თევზეული, 8.4 პროცენტი – რძის პროდუქტები და 3.8 პროცენტი – სხვა პროდუქტები.

2026 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.8 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 24.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 53.4 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.5 მილიონი ლარი შეადგინა.

2026 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 303.9 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია (37.9 ათასი ტონა), საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.0 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 22.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 47.1 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.9 პროცენტი მოდიოდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით).

ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.1 პროცენტი), რძის პროდუქტებზე (23.2 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (16.1 პროცენტი) და თევზეულზე (11.0 პროცენტი) მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.8 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 57.5 პროცენტს, აგვისტოში – 54.3 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 47.4 პროცენტს“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.