2022 წელს, 34,000-ზე მეტი ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, 32,207 ტენდერს საბოლოო სტატუსი მიენიჭა და აქედან 23,100-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა. გასულ წელს სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
2022 წელს, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება სხვადასხვა საქონელის (10,482, 45%) შესყიდვაზე დაიდო, 6,924 (30%) ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე, ხოლო 5,714 (25%) ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმდა.
ტენდერების მეშვეობით გაფორმებული ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების 42%-ს „ტოპ 10“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველზე მოდის, რაც თანხობრივად 2,924,806,74 ლარს უტოლდება.