სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა შეცვლილი წესებით მოხდება. საზღვარზე გატარების ცვლილება მაისამდე იმოქმედებს.
„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ - 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11 დან 6 ზოლამდე შემცირებით.“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.