2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით (74.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.

2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.