რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 5 ავტოსადგური. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021-2022 წლის წლიური ბრუნვის მიხედვით, ტოპ 5 ავტოსადგური ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
- შპს ოკრიბა
კომპანია დაფუძნდა 1995 წელს. გენერალური დირექტორი - ზურაბ ყვავაძე. მესაკუთრეები: ზურაბ ყვავაძე 25%, პაატა ყვავაძე 25%, მერაბ ყვავაძე 20%, ნანა ყვავაძე, 30%. - სს დიდუბის ავტოვაგზალი
დაფუძნდა 1996 წელს. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: თამარ ჩხაიძე, წევრები: ავთანდილ ჩხაიძე, თეიმურაზ კუხიანიძე, ანდრია ლილუაშვილი, გიორგი ჭოლაძე. დირექტორი ნესტორ მიქატაძე. - სს თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი
ორთაჭალის ავტოსადგურის მმართველი კომპანია. დაფუძნდა 1996 წელს. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე/წევრი: ტრისტან სულაძე, წევრები გოჩა კერესელიძე, გიორგი სულაძე, ნატო ჩხატარაიშვილი. დირექტორი თეიმურაზ ჯამრიშვილი. - შპს გ.გ
იგივე ავტოსადგური დედაქალაქი, რომელიც თბილისში დადიანის ქ. 2-ში მდებარეობს. კომპანია დაფუძნდა 2002 წელს დირექტორი - გოჩა კერესელიძე. მესაკუთრე ავთანდილ ენუქიძე 100%, წილის მმართველი ალექსი ზუმბულიძე. - სს ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი
დაფუძნდა 1996 წელს, მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო. თავმჯდომარე/წევრი: კახაბერ თორაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი გორდულაძე, წევრები: რამაზი იობიძე, გია ჩაკვეტაძე, მამუკა კახაძე, ნინო ჭარხალაშვილი, ლევან დეისაძე, გიორგი იობიძე,ლონგინოზ ჟორჟოლიანი,