სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მრეწველობის პროდუქციის ინდექსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
ინდექსი ასახავს სამრეწველო სფეროში შექმნილი პროდუქციის მოცულობის ცვლილებას, რომელიც დარგების მიხედვით 2023 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემდეგნაირად შეიცვალა:
- სამთო მოპოვებითი მრეწველობა — 190.1 გახდა, 2022 წლის I კვარტალში 213.1 იყო;
- დამამუშავებელი მრეწველობა — 120.7 გახდა, 2022 წლის I კვარტალში 129.2 იყო;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება — 200.1 გახდა, 2022 წლის I კვარტალში 199.2 იყო; - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები — 202 გახდა, 2022 წლის I კვარტალში 201 იყო.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის პროდუქციის ინდექსის გაანგარიშება ხორციელდება მრეწველობაში შექმნილი პროდუქციის მთლიანი გამოშვების დეფლირების გზით. პროდუქციის მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში=ბრუნვა+კაპიტალიზებული საქონელი და მომსახურება‐დანახარჯები გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე+სუბსიდიები პროდუქტებზე +/‐დაუმთავრებელი წარმოების მოცულობის ცვლილება+/‐მზა პროდუქციის მარაგების ცვლილება+/‐გადასაყიდად განკუთვნილი საქონლის მარაგების ცვლილება. ვაჭრობაში, საშუამავლო საქმიანობაში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში) პოდუქციის გამოშვება არის საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლისა (მომსახურების) და მისი ნასყიდობის (შეძენის) ღირებულებებს შორის სხვაობა. დეფლირების შედეგად თითოეული პერიოდის მთლიანი გამოშვება გამოისახება საბაზისო წლის ფასებში