საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის (TCRC) კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შუა დერეფნის ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება, - ასე ფიქრობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, დერეფნის კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში დამოკიდებულია, ალტერნატიულ დერეფნებზე სატარიფო ფასდაკლებებზე. ამის დამტკიცებას ცაგარეიშვილი ყაზახეთის მაგალითზე ცდილობს.
"ერთ - ერთი ნათელი მაგალითი ყაზახეთია, რომელიც აწარმოებს მოქნილ სატარიფო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი შუა დერეფნისათვის წარმოადგენს ძირითადად ტვირთწარმომქნელ არეალს, იგი აქტიურად ახორციელებს კონკურენტ, ძირითადად რუსეთზე გამავალ დერეფნებზე სატარიფო ფასადაკლებების პოლიტიკას.
ყაზახეთმა 2024 წლის ნოემბერში, ტვირთების მოზიდვისათვის „ჩრდილოეთ - სამხრეთ“ დერეფნისათვის აამოქმედა 50% იანი ფასდაკლება, რითაც საგრძნობლად შეამცირა საქართველოზე გამავალი ალტერნატიული დერეფნის მიმზიდველობა. როდესაც ამა თუ იმ დერეფნის კოორდინაციაზეა საუბარი, გარდა სატარიფო ფასდაკლებებისა, მნიშვნელოვანია დერეფნის მთელ სიგრძეზე ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის ამოქმედება.ამ თვალსაზრისით, რუსეთმა ყაზახეთმა და თურქმენეთმა შეძლეს ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორზე შეთანხმების მიღწევა.შუა დერეფნით, მიუხედავად შეთანხმებისა ერთიანი ოპერატორის ამოქმედების შესახებ, რასაც 2023 წელს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე ოფიციალურად მოეწერა ხელი, დღემდე ვერ მოხერხდა გადაზიდვების მთელ მარშრუტზე ერთიანი ოპერატორის მოდელის რეალურად ამოქმედება, რაც ამცირებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ყაზახეთის მიერ, 50% იანი ფასდაკლების განხორიელება და ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის მოდელის ამოქმედება, ნათელი მაგალითია იმის, რომ ალტერნატიული დერეფნები ეფექტიანად იყენებენ, ქვეყნებს შორის კოორდინაციის მოქნილ ინსტრუმებტებს. შედეგად, სახეზეა შუა დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის დაბალი ხარისხით გამოყენება, ყოველივე კი, მოითხოვს სახელმწიფოთა პირველი პირების დონეზე კონცეპტუალურ საკითხებში შეთანხმებას," - განმარტავს ცაგარეიშვილი.