ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით, სიმინდის კი 8.3%-ით შემცირდა. 2023 წლის ივნისის მონაცემები Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
ოქროს ფასის შემცირება გარკვეულწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნის შემცირებით. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში - ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე. ასევე, მარცვლეული კულტურების ფასი შეიძლება გაიზარდოს უკრაინის (შავი ზღვის) მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.