"თიბისი კაპიტალმა" საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა განაახლა.  

დოკუმენტის მიხედვით, როგორც რეზიდენტების, ასევე ტურისტებისა და მიგრანტების შემთხვევაში დეკემბერში შენელება გამოიკვეთა; - ასეთ დასკვნას ორგანიზაცია თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით აკეთებს. 

ორგანიზაციის მტკიცებით,  უკვე იანვრის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მიმართულებით, სახეზეა გარკვეული აღდგენის დინამიკა;

დოკუმენტის თანახმად, ტურიზმის სექტორის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, რეზიდენტების ხარჯების ასევე ნაკლები ზრდის ტემპი იმპორტზე უარყოფითად მოქმედებს;

"გზავნილებისა და ექსპორტის მიმართულებით, შიდა ფაქტორების გამო, ბუნებრივია, გასული პერიოდისაგან არსებითად განსხვავებული ტენდენცია მოსალოდნელი არ არის;

ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადახურდავებული თანხები, რაც ამ ფაქტორის გაუფასურების მიმართულებით ზეგავლენას მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს," - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.