2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ამასთან, წლის ბოლო ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.7-%-მდე შენელდა, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია და კოვიდ-პანდემიამდე პერიოდის ისტორიულ ზრდის ტემპებს აღემატება. რაც შეეხება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. რადგან წინასწარ რთულია განსაზღვრა, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესები, Galt & Taggart-მა შეიმუშავა სამი სცენარი მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენს მაკრო პროგნოზებზე.

Galt & Taggart-ის 2025 წლის საბაზისო სცენარით, დაშვებაა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება შენარჩუნდება წლის განმავლობაში:

აღნიშნულ სცენარში, Galt & Taggart-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.0%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად მოხმარებით იქნება განპირობებული.

ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.88-ის ფარგლებში.

საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-ის დონეზეამოსალოდნელი, რაზეც საბაზო ეფექტთან ერთად, გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების ფასები და ლარის გაუფასურებ. ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, ფასების ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში არსებულ 8.0%-ზე შენარჩუნდება.

2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, Galt & Taggart-ის პროგნოზით, დარჩება მართვადიშესაბამისად - მშპ-ის 3%-ზე და მშპ-ის 40%-ზე ქვემოთ.

2025 წლის პესიმისტურ სცენარ მთავარი დაშვებაა პოლიტიკური პოლარიზაც კიდევ უფრო გაღრმავება:

აღნიშნული, Galt & Taggart-ის შეფასებით ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.

სუსტი ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური არასტაბილურობა ლარის კურსზე უარყოფითად აისახება და შესაბამისად, ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი ამ სცენარში მოსალოდნელია 3.1-ის ფარგლებში.

ლარის გაუფასურება ფასებზე ზეწოლას გააღმავებს, რადგან სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული საქონელია. Galt & Taggart-ის პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 5.7%-მდე გაიზრდება. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, გაზრდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.5%-მდე.

ამ სცენარში Galt & Taggart ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ის 3%-ზე ქვემოთ შენარჩუნებას პროგნოზირებს, რადგან შესუსტებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე საგადასახადო შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, დაბალანსდება ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების (ძირითადად კაპიტალურიხარჯების) შეკვეცით, რათა დაცული იყოს ფისკალური დისციპლინ.

რაც შეეხება 2025 წლოპტიმისტურ სცენარს, აქ მთავარი დაშვება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას უკავშირდება:

ამ სცენარში პროგნოზია 7.0%-იან ეკონომიკური ზრდა, რაც გაუმჯობესებულ ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობებ უკავშირდება.

ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.78-ის ფარგლებში.

საშუალო წლიური ინფლაცია მოსალოდნელია 3.1%- დონეზე, რაც ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთ 7.75%-მდე.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რამაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს დამატებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ესენია - უკრაინაში ომის დასრულება, აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გავლენა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებზე, აშშ-ს ცენტრალური ბანკის განაკვეთების შემცირების დინამიკა, და ა.შ.

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებგვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სხვა მაკროპარამეტრებისა და ვალუტის კურსების პროგნოზები.