ირანში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე პირდაპირი ეკონომიკური გავლენა დიდი არ აქვს, თუმცა კონფლიქტის გლობალური ეფექტები ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესების შეფასებისას მხოლოდ ირანზე ფოკუსირება საკმარისი არ არის, რადგან მოვლენები გავლენას ახდენს როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.

„ირანში განვითარებული სიტუაცია და მოვლენები რაც ხდება მიმდინარე პერიოდში, მისი ეფექტები რომ გავზომოთ საქართველოზე, მხოლოდ ირანს არ უნდა ვუყუროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ირანის სამეზობლოში უკვე სხვა სიტუაციაა. გავლენა აქვს უკვე ამ ქვეყნებზე, ანუ თვითონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ეს გავლენა იგრძნობა და ასევე იგრძნობა გლობალურადაც, იმიტომ რომ პირველი რაც ასახვას პოვებს, ეს არის ნავთობის ფასები. ნედლი ნავთობის ფასმა პარაკევს, სავაჭრო სესიის ბოლო დღეს 90 დოლარს მიაღწია ბარელზე და ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები დაჩქარდება. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება როგორც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც და ფაქტობრივად ეს არის გლობალური პრობლემა და გლობალურ კონტექსტში უნდა შევხედოთ ყველაფერს,“ - განაცხადა ქავთარაძემ.

ვრცლად bm.ge - ზე