ქართული კომპანია E60 Shipping Line 27 ივნისიდან რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, საბორნე მიმოსვლას იწყებს. კონსტანცასა და ფოთის ნავსადგურებს კომპანიის სწრაფმავალი ბორანი “Vilnius”-ი დააკავშირებს.  აღნიშნული 190-მეტრიანი ბორანი სატვირთო-სამგზავრო ტიპისაა და მას სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც ექნება.

ბორნის რეისების სიხშირე უკვე განსაზღვრულია. თავდაპირველად კვირაში 1 რეისი შესრულდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია მარშრუტის შესასრულებელ დროს 48-დან 40 საათამდე შეამცირებს, რეისების რაოდენობაც გაიზრდება. 

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტარიფები, თუ რა ფასად მოხდება როგორც ტვირთის გადაზიდვა ასევე მგზავრის გადაყვანა. 

თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს გადააქვთ ტვირთი, რომელიც გადის „სახიფათო ტვირთის“ კატეგორიაში, ზემოთაღნიშნულ ტარიფები მრავლდება კოეფიციენტზე 1,5.

ტარიფში შესულია ერთი ადამიანისთვის ადგილი სტანდარტულ ნომერში და სამჯერადი კვება

მგზავრის გადაყვანის საფასური: ზრდასრული 200 ევრო; ბავშვი 6-დან 12 წლამდე 80 ევრო; 6 წლამდე – უფასო

ლუქს ნომრებისთვის დამატებითი გადასახადი - 2 კაციანი ლუქსი 1 საწოლით - 200 ევრო; 4 კაციანი ლუსი 1 ორკაციანი საწოლით და 1 ორსართულიანი საწოლით 300 ევრო

ტარიფები მოიცავს ჩატვირთვის და გადმოტვირთვის საფასურს