სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 5 სახელმწიფო საწარმოს ყიდის. ქონების სააგენტომ არსებული საწარმოები აუქციონზე სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში შარშანაც და წელს მარტშიც გამოიტანა, თუმცა არცერთი მათგანი არ გაიყიდა.
სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მთავრობამ გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა შემდეგია:
- შპს „ზუგდიდის ფარმაცია“ (ს/ნ 219984596) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი — ქონების საწყისი ფასი 153 000 ლარია. უძრავი ქონება ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა N18-ში, I სართულზე არსებული 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართს წარმოადგენს. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 94 186 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები და კაპიტალი 94 186 ლარი. აუქციონი 7 აპრილს დასრულდება.
- შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი“ (ს/ნ: 211327410) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი — ქონების საწყისი ღირებულება 123 000 ლარია. უძრავი ქონება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8-ში მდებარეობს, საერთო ფართი კი 132.10 კვ.მ-ია. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის ბალანსის მდგომარეობით - 90 219 ლარი, ხოლო ვალდებულებები და კაპიტალი 90 219 ლარია. აუქციონი 7 აპრილს დასრულდება.
- შპს ,,იუნიორმშენის“ (ს/კ 236041341) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი - ქონების საწყისი ღირებულება 193 500 ლარია. არსებული გასაყიდი უძრავი ქონება თბილისში, ვახტანგ გორგასლის შესახვევი N5-ში 1222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. კომპანიის აქტივები 2021 წლის 1 მაისის ბალანსის მდგომარეობით 2 771 ლარი, ხოლო კომპანიის კაპიტალი 2 771 ლარი იყო.
- შპს ,,საკვების წარმოების კომპანიის“ (ს/კ 404928174) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 62.97%-იანი წილი - ქონების საწყისი ღირებულება 2 115 000 ლარია. არსებული უძრავი ქონება მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.03.30.372) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3. კომპანიის აქტივები 2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით 2 921 784 ლარია, ვალდებულებები - 407 452 ლარი, ხოლო კაპიტალი - 2 514 332 ლარი.
- სს ,,ხობის ნავთობპროდუქტის'' (ს/კ 244548110) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 50.89%) და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში არსებული 37655.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 219 351 ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები - 187 681 ლარს. საანგარიშო პერიოდისთვის სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ კაპიტალი 31 670 ლარი იყო.