ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 56,54 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 51,68 მლნ კვტ/სთ.

მიმდინარე წელს ელექტროსადგურმა ყველაზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში მოახერხა, სულ 9,04 მლნ კვტ/სთ.

რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის წლიური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2023 წელი - 86,12 მლნ კვტ/სთ

2022 წელი - 87,49 მლნ კვტ/სთ

2021 წელი - 83,4 მლნ კვტ/სთ

2000 წელი - 90.8 მლნ კვტ/სთ

2019 წელი - 84.7 მლნ კვტ/სთ

2018 წელი  - 84.3 მლნ კვტ/სთ

2017 წელი - 87.8 მლნ კვტ/სთ.

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგური​ს მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.

ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.

businessinsider.ge