2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 27 190 864 ლარი შევიდა, 2023 წლის პირველ ორ თვეში კი 24 011 352 ლარი.

2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2-ით გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს დერეფანი 77 688 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 68 603-მა ტრაილერმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.