საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ფერადი ლითონების, რკინის მადნის, ოქროსა და ნახშირის ფასებს გადახედა.
Fitch-ის განახლებული პროგნოზით, ოქროს გარდა თითქმის ყველა ლითონის ფასი მცირდება. რკინის მადნის ღირებულება კი ჩინეთის ფოლადის ინდუსტრიის ძლიერი მოთხოვნის და წლის დასაწყისში ბრაზილიიდან დაბალი ექსპორტის ფონზე გაიზარდა.
Fitch-ის თანახმად, მიმდინარე წელს ნიკელის ფასის პროგნოზი ტონაზე 22 000 დოლარი უცვლელად რჩება. 2026 წლამდე კი 15 000 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი უცვლელად რჩება;
მიმდინარე წელს სპილენძის ფასის პროგნოზი ტონაზე 8800 დოლარიდან 8600-მდე დაეცა. 2026 წლამდე კი 7500 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი 7000 დოლარია;
მიმდინარე წელს თუთიის ფასის პროგნოზი ტონაზე 3000-დან 2700 დოლარამდე ეცემა, 2026 წლამდე კი 2100-მდე და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი უცვლელია;
მიმდინარე წელს ალუმინის 2500-დან 2400-მდე იკლებს. 2026 წლამდე კი 2200 დოლარია, გრძელვადიან პერსპექტივაშიც - 2 000.
მიმდინარე წელს რკინის მადნის ფასის პროგნოზი ჩინეთში ტონაზე 100-დან 1-5 დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლამდე კი 70 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი უცვლელი რჩება;
მიმდინარე წელს ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე 1700-დან 1800 დოლარამდე იზრდება. 2026 წლამდე კი 1500 დოლარამდე ეცემა და გრძელვადიან პერსპექტივაშიც 1400 დოლარია;
მიმდინარე წელს კოქსის ნახშირის ფასის პროგნოზი ტონაზე უცვლელად 220 დოლარია. 2026 წლამდე კი 140 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი უცვლელი რჩება;
მიმდინარე წელს ავსტრალიაში ენერგეტიკული ნახშირის ფასის პროგნოზი ტონაზე 190 დოლარიდან 165-მდე იკლებს. 2026 წლამდე კი 75 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც 70 დოლარია;
მიმდინარე წელს ჩინეთში ენერგეტიკული ნახშირის ფასის პროგნოზი ტონაზე 139-დან 125 დოლარამდე შემცირდა. 2026 წლამდე კი 78 დოლარამდე იკლებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ფასი უცვლელი რჩება.