უნცია ოქროს ფასი ისტორიაში პირველად 3250 დოლარს აჭარბებს. 

Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები პარასკევს შუადღით 2,2%-ით გაიზარდა და 3246,2 აშშ დოლარს შეადგენს. დილით კი უნცია ოქრო 3255,9 დოლარი ღირდა, რაც ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

Trading Economics-ი აღნიშნავს, რომ ოქროს ფასი აგრძელებს აქტიურ ზრდას, რადგან მაღალი რჩება მოთხოვნა უსაფრთხო თავშესაფრის აქტივებზე გაზრდილი გლობალური გაურკვევლობისა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის შიშის გამო.

interfax.ru