თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა და ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.
ვერ შესრულდა Qatar Airlines-ის რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც ერევანში დაჯდა, Азимут-ის რეისი მოსკოვი-თბილისი-ქუთაისში და Jazira-ს ავიახაზები ქუვეითი-თბილისიც - ერევანში.
თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს Pegasus-ის და Turkish Airways-მა , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.