ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.
შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 92.69 დოლარით (+8.51%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 90.90 დოლარია (+12.21%)
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში საწვავის ფასები ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების უმეტეს ნაწილში არ შეცვლილა. თუმცა, Portal-ის ევრო დიზელის ღირებულება მიმდინარე კვირას 5 თეთრი, ეფექტური დიზელის კი 10 თეთრით გაძვირდა.
როგორია საწვავის ფასები დღეს საქართველოში
გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Gulf
- G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
- G-Force პრემიუმი - 3.07 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.92 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი - 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.03 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი - 3.54 ლარი;
- ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;
- ეკო დიზელი - 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.08 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.97 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი - 3.55 ლარი;
- ნანო პრემიუმი - 3.11 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
- ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - 3.08 ლარი.
Rompetrol
- Efix სუპერი - 3.59 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი - 3.15 ლარი;
- ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
- Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.10 ლარი.
Portal
- სუპერი - 2.99 ლარი;
- პრემიუმი - 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
- ეფექტური დიზელი - 2.84 ლარი.
Connect
- სუპერი - 3.14 ლარი;
- პრემიუმი - 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.84 ლარი;
- დიზელი - 2.74 ლარი.