მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება.
წლევანდელი შეხვედრის თემა „დიალოგის სული“ (A Spirit of Dialogue) იქნება.
ფორუმს 130-მდე ქვეყნის 3000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან WEF-ის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები, მთავრობის მეთაურები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები G7-ის, G20-ისა და BRICS-ის ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
„ფორუმი იმსჯელებს, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის აღდგენა ნორმების გადახედვის, დაძაბული ალიანსებისა და ნდობის შემცირების ფონზე. თანამშრომლობის ახალმა მოდელებმა, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და გლობალური ინტეგრაციის შესახებ არსებული შეხედულებები იცვლება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გასულ წელს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა, რადგან როგორც მაშინ მთავრობაში განაცხადეს, მათ მიწვევა არ მიუღიათ. „კომერსანტმა“ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით - მიიწვიეს თუ არა პრემიერ-მინისტრი დავოსოს ეკონომიკურ ფორუმზე, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.