მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს 2023 წლისთვის ზრდის, 2024 წლისთვის კი ამცირებს.
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა წელს 2.1%-ით გაიზრდება, ეს მაშინ როდესაც, იანვარში გაცხადებული ზრდის პროგნოზი 1.7% იყო. 2020 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3.1%-ს შეადგენდა.
წლევანდელი პროგნოზების ცვლილების პარალელურად, მსოფლიო ბანკმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული 2.7%-დან, სამი ერთეულით, 2.4%-მდე შეამცირა.
„2023 წელს გლობალური ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ზრდის პროგნოზი, აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯების მატებითა და ჩინეთის პანდემიისგან აღდგენის ტემპების შედეგია.
მიმდინარე წლის დასაწყისში მოსალოდნელზე უკეთესმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა განვითარებულ სახელმწიფოებში მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.
აშშ-სა და სხვა მდიდარ ეკონომიკებში ინფლაციის შესამცირებლად, მთავარი ფინანსური ინსტიტუტები საპროცენტო განაკვეთის ისევ იზრდება. უფრო დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებისათვის კი მაღალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს და ფინანსური კრიზისის რისკს ზრდის“, - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.