ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში გაცემულია 2 195 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლები) 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.1 პროცენტი - მცხეთა- მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.