მსოფლიოში ლუდის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მე-100 ადგილზეა 1,125 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით.  ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

აღნიშნული მონაცემები BarthHaas Report-ის 2022-2023 წლის მონაცემებზე ეყრდნობა.

AAWE-ს რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი ლუდის მწარმოებელი ქვეყანა 2022-2023 წლებში ჩინეთი იყო და მან 360.405 ათასი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. მეორე ადგილზეა აშშ - 194,100 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით, მესამეზე ბრაზილია 147.422 ათასი ჰექტოლიტრი ლუდით. ათეულშია: მექსიკა, რუსეთი, იაპონია. ესპანეთი, ვიეტნამი და პოლონეთი.

მეზობელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, 31-ზეა უკრაინაა 12,280 ათასი ჰექტოლიტრი ლუდის წარმოებით;

35-ზე თურქეთი (9,500 ათასი ჰექტოლიტრი);

38-ზე - ყაზახეთი (7,117 ათასი ჰექტოლიტრი);

53-ზე - ბელარუსი (4,127 ათასი ჰექტოლიტრი);

61-ზე ლიტვა (3,504 ათასი ჰექტოლიტრი);

75-ზე - უზბეკეთი (2.330 ათასი ჰექტოლიტრი);

104-ზე - ლიეტუვა (973 ათასი ჰექტოლიტრი);

114-ზე - აზერბაიჯანი - (595 ათასი ჰექტოლიტრი);

123-ზე - ყირგიზეთი (380 ათასი ჰექტოლიტრი);

126-ზე - ტაჯიკეთი (350 ათასი ჰექტოლიტრი);

128-ზე - სომხეთი (303 ათასი ჰექტოლიტრი).