თბილისში, კახეთის გზატკეცილზე N83 -ში მდებარე 4162.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზეა.
აუქციონზე ლოტი ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოაქვს. ლოტის საწყისი ფასი 495,000 ლარია. 1კვ/მ მიწის ფასი საშუალოდ 118 ლარია (ნაანგარიშებია შენობების გარეშე).
ტერიტორია ხვდება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური XI-B ბლოკის სალიცენზიო ტერიტორიის არეალში.
საპრივატიზებო უძრავი ქონება მდებარეობს აეროპორტის სამშენებლო შეზღუდვის არეალში. (ს/კ:01.19.24.021.603).
აუქციონი 25 ივლისს 17:00 საათზე სრულდება და მოცემულ მომენტში კანდიდატი არ ჰყავს.
gbc.ge