„იზრდება ინფლაციური რისკები“, - ამის შესახებ წერია „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში წერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკურ ეფექტებს აანალიზებს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. 

მიმოხილვის მიხედვით, მსოფლიოში ნავთობის ფასის 30%-იანი ზრდა საქართველოში საწვავის ფასებზე მყისიერად აისახა და, შესაძლოა, ქვეყანაში საწვავის ფასების კორექცია კვლავ გაგრძელდეს, რის გამოც ანალიტიკოსები ინფლაციურ რისკებს ხედავენ.

„საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს“, - წერია მიმოხილვაში.