„ისევ ამ საყოველთაო ჯანდაცვის, ამ მახინჯი მოდელის შედეგი იყო „გარაჟებში“ გახსნილი კლინიკები. ზუსტად საყოველთაოს შედეგი იყო ეს, რაც ხარისხზე კატასტროფულად მოქმედებდა. მთავარი ამოსავალი წერტილი სანამ არ გახდება ხელმისაწვდომობა და ხარისხი, ყველა რეგულაცია იქნება ცუდი შედეგის მომტანი“,- ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ცნობისთვის, სამედიცინო სექტორს ახალი რეგულაციები უწესდება. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, 1-ლი აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივრისა, თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე აქვს დაუყოვნებლივი რეაგირების, დაწესებულებაში შესვლისა და მისი შემოწმების უფლება.
„ისევ ამ საყოველთაო ჯანდაცვის, ამ მახინჯი მოდელის შედეგი იყო „გარაჟებში“ გახსნილი კლინიკები. ზუსტად საყოველთაოს შედეგი იყო ეს, რაც ხარისხზე კატასტროფულად მოქმედებდა მთავარი ამოსავალი წერტილი სანამ არ გახდება ხელმისაწვდომობა და ხარისხი, ყველა რეგულაცია იქნება ცუდი შედეგის მომტანი. მაგალითად, ეს რეგულაცია მოიტანს დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ დადასტურდება ეს ციფრებით, ადრეც ვაფრთხილებდი ჯანდაცვის სამინისტროს, გაზრდილ არასაჭირო ჩარევებს და ხარისხის გაუარესებას. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ რაიმე პერსონალური საკითხი გვაქვს, სამყაროს, მსოფლიოს გამოცდილებამ, ჯანდაცვის სისტემების ორგანიზებამ აჩვენა, რომ მსგავს რეგულაციებს მოსდევს ასეთი შედეგი, ამაში ახალი არაფერი არ არის და ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. არსებობს ქვეყნები, არსებობს სახლმწიფოები, რომლებმაც მსგავსი ცვლილებები ჩაატარეს და მიიღეს ცუდი შედეგი და სამედიცინო მეცნიერებაში ეს ცნობილია. ქვეყნდება სტატიები, არის ციფრები ამასთან დაკავშრებით და ზედაპირზე დევს გადაწყვეტილებები იმ ქვეყნების, ვინც მიაღწია წარმატებას ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.