ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, Alibaba-ს პროგრამის ბენეფიციარებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ მონაწილეებს პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა პროგრამის შედეგები და მიღწეული პროგრესი განიხილეს, ასევე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბენეფიციარების გამოცდილებას, პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლენილ საჭიროებებსა და სამომავლო შესაძლებლობებს.
ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს