2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 831.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 995.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 160.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.