2023 წლის იანვარ-მაისის საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტი 1 431.9%-ით გაიზარდა და ქვეყანა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-5 ადგილზე აღმოჩნდა.
5 თვეში საქართველომ ყირგიზეთში 210.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 13.7 მლნ აშშ დოლარის.
Top 5 საქონელი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ყირგიზეთში გაიტანა შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - 181.7 მლნ აშშ დოლარის;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 19.03 მლნ აშშ დოლარის;
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 1.4 მლნ აშშ დოლარის;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.1 მლნ აშშ დოლარის;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1.08 მლნ აშშ დოლარის.
გარდა ამისა, ექსპორტზე გავიდა: სპირტიანი სასმელები, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები და მათი ნაწილები, მინერალური და მტკნარი წყლები.