„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ნავთობის ფასები ისევ გაიზარდა და 100 დოლარს გადააჭარბა.
მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 2.9%-ით მოიმატა და თითქმის 103 დოლარს მიაღწია.
7 მაისის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 96 დოლარამდე იყო შემცირებული.
ღამით მკვეთრად დაეცა აქციების ფასები – იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჰონგ კონგის საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით შემცირდა.