დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდა 4 ივლისამდე გადადო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. 

„მოთმინებით ველოდი, როდის შეასრულებდა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების საკუთარ ნაწილს, რომელსაც ჩვენ შოტლანდიაში მოვაწერეთ ხელი. მათ გვითხრეს, რომ ევროკავშირი პირობას შეასრულებს და ტარიფებს ნულამდე დასწევს.

დავთანხმდი, რომ დროს მივცემდი ჩვენი ქვეყნის 250 წლისთავამდე, ან ტარიფები აიწევს ბევრად უფრო დიდი ნიშნულზე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.