გუდაურსა და ბაკურიანში უძრავი ქონების გაყიდვები და ფასები შემცირდა.
Galt&Taggart-ის შეფასებით, ბაკურიანში 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 443 უძრავი ქონება გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 577 ბინა გაიყიდა.
გუდაურში კი გასული წლის პირველ ორ კვარტალში 256 უძრავი ქონება გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 167.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში უძრავი ქონების ფასი შემცირებულია და ბაკურიანში ამჟამად კვადრატული მეტრის ღირებულება $1,112-ია, ხოლო გუდაურში - $1,400.