„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსადენის მშენებლობისათვის 6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 27 ივლისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ტენდერში ამხანაგობა Energony Pipeline 5.9 მლნ ლარის შეთავაზებით ერთადერთი კანდიდატია.
ტენდერი გულისხმობს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 300 კალენდარული დღის განმავლობაში. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 5 წელი.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით. პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე), უნდა ჰქონდეს ფოლადის მაგისტრალური ნავთობსადენის/გაზსადენის მშენებლობის გამოცდილება(უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში).
პრეტენდენტს სამუშაოების განხორციელების პროცესში დასაქმებული უნდა ჰყავდეს ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე არანაკლებ 12 შემდუღებელი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმობები/სერტიფიკატები (მოქმედი წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის).
ამხანაგობა "Energony Pipeline“-ის შესახებ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია არ იძებნება.
gbc.ge