2023 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლები 19.6%-ით, ₾1.1 მილიარდამდე გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart წერს. საქართველოს განათლების სექტორის კვლევაში ნათქვამია, რომ სექტორის შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდამ. ამჟამად საქართველოში 31 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მათი უმრავლესობა ინდოეთიდანაა.

Galt & Taggart-ის შეფასებით უცხოელმა სტუდენტებმა სწავლასა და ქვეყენაშ ცხოვრებისთვის $280 მლნ დახარჯეს 2023 წელს და ეს დანახარჯები 2028 წელს მოსალოდნელია, რომ $500 მლნ-მდე გაიზარდოს
„საქართველოს მიმზიდველობას უცხოელი სტუდენტებისთვის აძლიერებს ხელმისაწვდომი სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯები და გაუმჯობესებული ავიამიმოსვლა ინდოეთთან და ახლო აღმოსავლეთთან.
სამომავლოდ, საქართველო მზადაა შეინარჩუნოს უცხოელი სტუდენტების მომარტიანობის ზრდა. 2028 წლისთვის, ქვეყანა პოტენციურად 48 000 უცხოელ სტუდენტს უმასპინძლებს, რაც დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის შენატანია შექვეყნის ეკონომიკაში. თუმცა, ინგლისურენოვანი ლექტორების ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სექტორის შესაძლებლობებზე და ხელი შეუშალოს უცხოელი სტუდენტების დაკმაყოფილებას“, - წერს Galt & Taggart-ი.