აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ქვეყანაში ინვესტიციების შემომავალ ნაკადზე ექნება გავლენა - ამის შესახებ აღნიშნულია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოს მშპ 6%-ით გაიზრდება.

ADB აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს პროგნოზი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა. ADB მოელის, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მიგრაციული ეფექტი კვლავ შემცირების ტრენდს შეინარჩუნებს.