"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი - ბაზისური ინფრასტრუქტურა, რაც წინაპირობაა ქვეყანა გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე და გეგმაზომიერად დასახოს ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდგომი ორიენტირები.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი.
დოკუმენტში წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები.
კვლევის მიხედვით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში იკვეთება შემდეგი პრიორიტეტები:
პრიორიტეტი 1. მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება
ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აქცენტი გადატანილი იქნება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელების ინფრასტრუქტურაზე. ქვეყანაში ნებისმიერი ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგურის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, ზრდის ზაფხულის ენერგიის გამომუშავებას. შესაბამისად ჭარბი ელექტროენერგია მიმართული იქნება თურქეთის ბაზარზე, ამდენად, თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. აუცილებელი იქნება, თორთუმის ქვესადგურთან დამატებითი შემაერთებელი ხაზის მშენებლობა. სომხეთთან მყარი ენერგოკავშირის დასამყარებელლად აუცილებელა, 220 კილოვოლტიანი ხაზის გაძლიერა, რისი საჭიროებაც სომხეთის ენერგოსისტემისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსათვის. დასასრულებელია აზერბაიჯანის მხრიდან 18 კმ მონაკვეთზე, 330 - კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მოწყობა, რითაც შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანთან 1500 მეგავატი სიმძლავრის გაცვლა და გარდაბნის ქვესადგურთან მიერთება.
პრიორიტეტი 2. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაგვარ მასშტაბურ პროექტებს, ინვესტიციების შემოდინების პარალელურად, თან ახლავს დასაქმების მნიშვნელოვანი ეფექტი. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტირებულთან შედარებით, განხორციელდება შემცირებული ღირებულებით, დანარჩენი მოცულობა გაიყიდება რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე. ამ თვალსაზრისით მხარდაჭერილი იქნება, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლის განხორციელებაც ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა და მას შემდეგ სამჯერ გადავადდა, სადაც დასაქმდება 300 ადამიანი.
პრიორიტეტი 3. დაპაუზებული მსხვილი ჰესების - ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანის ტექნიკური პარამეტრების მოდიფიცირება
ქვეყანაში დაპაუზებული ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის მეგა ჰესების აშენების რესურსი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, მსხვილი ჰესების მშენებლობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება, ამ რესურსის არგამოყენება არასწორია. დიდი ჰესების წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება, ტერიტორიების დატბორვა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობის გასახლება და მათი ინტერესების იგნორირებაა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელი იქნება მეგაჰესების ტექნიკური პარამეტრების მოდიფიცირება, რომელიც განხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით და კულტურული ლანდშტაფის შენარჩუნებით. ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებისას გათვალისწინებული იქნება, სოფლის და ტაძრის დატბორვისგან თავის აცილება. ნენსკრას განვითარებაზე აქცენტი გაკეთდება 350 - 430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. გათვალისწინებული იქნება მეგაჰესების მშენებლობისას სახელმწიფოს მონაწილეობა, ამასთან, პირველ რიგში, დაკმაყოფილებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.
პრიორიტეტი 4. მტკვარი ჰესის დასრულება
ჰიდრორესურსის პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად, მტკვარი ჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული იყო. პროექტის აქტიური სამუშაოები განახლდა 2014 წელს, იმ გათვლებით, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. მიუხედავათ იმისა, რომ მტკვარი ჰესი გამოირჩევა უნიკალურობით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში პირველად გამოყენებულია Double Shield TBM-ით (საბურღი მანქანა) გაყვანილი ყველაზე გრძელი 9.6 კმ სიგრძის და ყველაზე დიდი დიამეტრის 6 მეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია, მიუხედვად ამისა, სადღეისოდ პროექტი დაუსრულებელია. მტკვარი ჰესის მოკლე ვადაში დასრულება და ქვეყნის ენერგოსისტემაში ჩართვა პრიორიტეტულ ამოცანად იქნება განხილული.
პრიორიტეტი 5. შიდა ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება
ენერგოსისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის და მის მიმდებარე ქვესადგურებში, გამხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი დანადგარების ინტეგრაცია გამხორციელდება, რაც აღმოფხვრის ძაბვის შემცირების პრობლემებს. ასევე ეტაპობრივად - აღმოსავლეთ საქართველოში 220 კვ. ძაბვის ქვესადგურებში მოეწყობა კონდენსატორთა ბატარეები. ჯამში, 600 მგვარ რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი მოწყობილობები განთავსდება.
პრიორიტეტი 6. ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სწრაფ ტემპს, ვერ ეწევა გენერაციის ახალი ობიექტებით ჩანაცვლება. ქვეყანას ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 20% - ია ათვისებული, საქართველოს მდინარეებისათვის დამახასიათებელი მკვეთრი სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომა - ზამთრის დეფიციტის შესავსებად, სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს სეზონური რეგულირების წყალსაცავის მქონე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას, როგორც უშუალოდ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, ასევე თბოსადგურების მუშაობისათვის საჭირო გაზის იმპორტზე. ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აქცენტი გადატანილი იქნება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე. მოკლე ვადაში ქვეყნის განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე, 5 მგვტ ი იქნება. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დაიხვეწება ფისკალური რისკების დათვლის მეთოდოლოგია და გადაიდგმება ნაბიჯები განახლებადი ენერგიის ობიექტების აშენებისთვის PPA გარანტირებული შესყიდვის, მექანიზმის აღდგენის მიმართულებით.
პრიორიტეტი 7. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია.
შავი ზღვის - 1155 კმ იანი სიგრძის, წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის კაბელის პროექტი მიმართულია ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების და ასევე სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდისკენ. დამატებით, საქართველოს შეეძლება, ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელოს ელექტროენერგიით ვაჭრობა. საწყის ეტაპზე ხელი შეეწყობა - შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური, ასევე, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევების (ESIA) ჩატარებას, რითაც დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. პროექტი - რომელიც, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ სამ ეტაპიან, 1.5 მილიარდი ლარის დაფინანსების პაკეტს ითვალისწინებს, ხოლო განხორციელების პერიოდი - 10 წელია. რაზეც მოსამზადებელი სამუშაოებისათვის, მსოფლიო ბანკისგან - 100 მლნ ლარია გათვალისწინებული. ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით წარმოადგენს სტრატეგიულ პროეტს.
პრიორიტეტი 8. ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის დასრულება
ქვეყნის სამხრეთ - დასავლეთ რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების და გათიშვების შემცირების მიზნით, დაჩქარდება ჯერ ჯიდევ 2015 წელს დაწყებული, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD/მსოფლიო ბანკი) მიერ „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტით“ დაფინანსებული - ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ - იანი, 146 კმ სიგრძის ორჯაჭვა გადამცემი ხაზის მოწყობა. მისი საშუალებით გამანაწილებელ ქსელს მიუერთდება აჭარისწყლის - შუახევის და კორომხეთის ჰესები.
პრიორიტეტი 9. ,,იმერეთი 500"-ის დამზღვევი ჯვარი - წყალტუბო - ახალციხის გადამცემი ხაზის მშენებლობა
ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის, ასევე ,,იმერეთი 500"-ის დაზღვევის უზრუნველყოფისათვის. სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ჯვარი - წყალტუბო - ახალციის 500 კვ ეგხ - ის მშენებლობას. აღნიშნული პროექტი მოიცავს დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანას (,,ენგურჰესის” ინტეგრაცია ჯვარის ქვესადგურში). პროექტში გაერთიანებულია 4 კომპონენტი - ჯვარი - წყალტუბო - ს 80 კმ მონაკვეთი, წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობა, წყალტუბო - ახალციხის 104 კმ მონაკვეთი და ახალციხის ქვესადგურის გაფართოება.
პრიორიტეტი 10. ენგურჰესის საიმედოობის გაზრდა
მომდევნო ორ წელიწადში განხორციელდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მე-4 ფაზა. ეს ეტაპი ითვალისწინებს, მოძველებული ელექტომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების შეცვლას, დამატებით განხორციელდება თაღოვანი კაშხლის ირგვლივ მდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კაშხალზე დაინერგება თანამედროვე მონიტორინგის სისტემა. ერთობლიობაში რეაბილიტაცია გაზრდის ჰიდროელექტროსადგურის საიმედოობას, რითაც უახლოესი 15 - 20 წელი ენგურჰესს კაპიტალური რემონტი აღარ დასჭირდება.
პრიორიტეტი 11. მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგური - გარდაბნი 3 ის მშენებლობა
ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, აქცენტი მაღალი სიმძლავრის გარდაბნი 3 ის 350 - 430 დადგმული მგვტ, კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე იქნება გადატანილი. ახალი თბოსადგური უზრუნველყოფს ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის ობიექტების ინტეგრირებას. ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას. მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.
პრიორიტეტი 12. ნავთობის პირველადი დამუშავების დასაწყობება - რეალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა
ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისთვის, პრიორიტეტული იქნება, ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტების მოდერნიზაცია. რაც ითვალისწინებს კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფო კორპორაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობმომპოვებელი საბადოებიდან ნავთობის დასაწყობება - რეალიზაციისთვის თანმდები ინფრასტრუქტურის მოწყობას. აქცენტი გადატანილი იქნება, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ, ვაზიანის ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტზე.
კვლევის დოკუმენბტში ასევე გაწერილია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის კოალიციური მთავრობოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროშიც, რომელსაც "კომერსანტი" 16:30 სთ-ზე შემოგთავაზებთ.