ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. თებერვლის მონაცემებით, EBRD-ი 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც სექტემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება, მომდევნო 2026 წლის პროგნოზს ის, საქართველოში ეკონომიკის 5%-იანი მატებას ვარაუდობს.

„პროგნოზების მიხედვით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 6%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება, რაც ქვეყნის პოტენციური ზრდის მაჩვენებელს უახლოვდება. ამაზე გავლენას მოახდენს პოლიტიკური გაურკვევლობა, საგარეო ბალანსების შესუსტება და საკრედიტო ზრდის შენელება. ასევე, კერძო სექტორის ზრდას შეაფერხებს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება და ტურიზმის შემოსავლების დაკლება, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობითა და მასშტაბური პროტესტებით.

თუმცა, ამ შენელებას ნაწილობრივ შეამსუბუქებს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ICT სექტორებში. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის წინაშე მდგარი რისკები კვლავ მაღალი რჩება", - ნათქვამია EBRD-ის შეფასებაში.