სავალუტო ფონდის მისიამ, საქართველოს ეკონომიკა შეფასების ფარგლებში გაზაფხულის ვიზიტი შეაჯამა. IMF განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომელთაგან ერთ-ერთი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და იმ ძველი ენერგოპროექტების შეწყვეტაა, რომელთა განხორციელებაც წინ არ მიდის. ამის შესახებ სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
- სსფ-სთან შეთანხმებული და 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების, ძლიერი ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად.
- ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას. ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებითი მოცულობა სიმძლავრზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაღვროს. ამასთან, ახალი სიმძლავრეების საჭიროება უნდა შემცირდეს იმ ძველი პროექტების მოცულობით, რომელთა განხორციელება არსებული კონტრაქტების მიხედვით უკვე მიმდინარეობს.
- ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს, ხოლო სქემის ხარჯებმა არ უნდა შექმნან დამატებითი ფისკალური რისკი.
ცნობისთვის, 6-18 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, მეთიუ გერთნერის მეთაურობით, საქართველოსთან „მეოთხე მუხლით“ გათვალისწინებული კონსულტაციები წარმართა.
