2022 წელს დონორი ორგანიზაციების სახსრებით 219 246 732 ლარის შესყიდვები განხორციელდა. ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
„2022 წლის განმავლობაში, eProcurement სისტემაში ხელშეკრულება დაიდო 35 DEP ტიპის ტენდერში (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით), რომლებიც ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციების წესების მიხედვით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გასულ წელს მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს.
2022 წელს, 34,000-ზე მეტი ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, 32,207 ტენდერს საბოლოო სტატუსი მიენიჭა და აქედან 23,100-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.