დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე  სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი  დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის  ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ.N1;
  • ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
  • ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.