აქტივობაში. როგორც გადამზიდავებისთვის, ისე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ანუ მძღოლებისთვის, ვინც დამოუკიდებლად მუშაობენ, თუმცა გარკვეულ რისკს ვხედავ მომავალ პერსპექტივაში, რადგან ჩინური წარმოების აქტივობები ძალიან გაზრდილია, მათ შორის სატრანსპორტო სფეროში.

კვოტების გაცემა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არსებულ კომპანიებს ექნებათ ამის შესაძლებლობა, ეს ვრცელდება ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიებზეც. ამ დიდმა კომპანიებმა რომ მოინდომონ ამ აქტივობის განხორციელება, ვფიქრობ, დროის ცვალებადობასთან ერთად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეუქმნან ქართველ გადამზიდავებს.

საქართველოს როლი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და არ დაიკარგება, თუმცა კონკურენცია საკმაოდ რთული იქნება, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი, რომ აჯობონ სხვა ქვეყნის კომპანიებს“, - აცხადებს ზურაბ კვარაცხელია.

წყარო: bm.ge