ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის მარტში 1019.5 გვტ.სთ შეადგინა (თებერვალში 987.4 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურები 208.3 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურები 804.3 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგური 6.9 გვტ.სთ იყო.

ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1 115,2 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 590,7 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 444,8 გვტ.სთ იყო.

მიმდინარე წლის მარტში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.4 მლნ.მ3 შეადგინა (თებერვალში 1.1 მლნ.მ3) იყო. იმპორტი 272,5 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 273,8 მლნ.მ3 გახდა.

რაც შეეხება ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოებას, მარტში 4.4 ათასი ტონა იყო, რაც 3.1 ათასი ტონით მეტია წინა თვესთან შედარებით. შიდა მიწოდებამ 122.5 ათასი ტონა შეადგინა, იმპორტმა 131 ათასი ტონა, ხოლო ექსპორტმა 2.6 ათასი ტონა.

ქვანახშირის წარმოებამ მარტში 14.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია, რადგან თებერვალში 11.4 ათასი ტონა იყო. იმპორტმა 25.6 ათასი ტონა, ხოლო შიდა მიწოდება 21.9 ათასი ტონა შეადგინა.