„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის შენობის მშენებლობისათვის 3.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივლისს იწყება და 14 ივლისამდე გრძელდება.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის კონსტრუქციული ნაწილის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 20 (ოცი) წელს.

ზოგადი სპეციფიკაციები კი შემდეგია:

შენობის ელექტრო გაყვანილობის მოწყობაში, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე სამუშაოების და სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელს.

გათბობა, კონდიცირება,ვენტილაციის, ლიფტის, გენერატორის, ხანძარქრობისა და დეტექციის სისტემების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (სამი) წელი, ხოლო ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ - 2 (ორი) წელი.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24  თვე.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელს 2017 წლიდან დღემდე, საქართველოში დასრულებული უნდა ჰქონდეს  არაუმეტეს 3  დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 3.8 მლნ ლარის ღირებულების, ან არაუმეტეს 1  დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 1.9 მლნ ლარის ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის შენობის მშენებლობის სამუშაოები.




gbc.ge