მაისის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში ცვლილებებია. „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, „ჯეო როუდი“ და „ჯეი თი აი კავკასუს“ ექსპორტიორთა ათეულში შევიდნენ. მათ შემდეგი კომპანიები ჩაანაცვლეს: „ ჯორჯიან მანგანეზი“, “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ და „ მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“. ამის შესახებ ინფორმაცია GBC.GE-ს საქსტატმა მიაწოდა.
შესაბამისად 2023 წლის მაისის ათი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია ასე გამოიყურება:
1. აიდიეს ბორჯომი საქართველო;
2. სს RMG Copper;
3. სს რუსთავის აზოტი;
4. შპს Caucasian Metals Terminal;
5. შპს RMG Gold;
6. შპს აჭარა ტექსტილე;
7. შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
8. შპს ტოიოტა კავკასია;
9. შპს ჯეი თი აი კავკასუს;
10. შპს ჯეო როუდი.
*შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
(2022 წლის მაისის უმსხვილესი ექსპორტიორები:სს RMG Copper; სს რუსთავის აზოტი;შპს Caucasian Metals Terminal; შპს აჭარა ტექსტილე; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; შპს ჯორჯიან მანგანეზი).