საბანკო სექტორმა, ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასების, სებ-ის რეკომენდაცია გაითვალისწინა და იპოთეკური დაკრედიტებისას იჯარით შემოსავლიანობის დათვლისას 20-25%-იან  მეტობას ითვალისწინებს.

რეკომენდაცია ეფუძნება უძრავი ქონების ბაზრის ბოლოდროინდელ ტრენდს. ქირის ფასი 30%-ით მეტად არის გაზრდილი, უძრავი ქონების ფასთან შედარებით, რომელიც დანახარჯების პროპორციულად იმატებს.

ზედამხედველის რეკომენდებული კალკულაცია მსესხებელს ლიმიტს უმცირებს, თუმცა ბაზარს ფინანსურ რისკებს უზღვევს.

ბანკების იპოთეკების პორტფელში, იჯარით გაცემული სესხების მოცულობა მცირეა 250 000-300 000 ლარის ფარგლებში, რაც იპოთეკური სესხების მთლიანი პორტფელის 5%-მდეა.

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, იპოთეკურ სესხებზე ნაშთი 10.3 მლრდ ლარია. სავალუტო იპოთეკის წილი 41%-ია და 4,2 მლრდ ლარის ეკვივალენტს შეადგენს.

იპოთეკურ სესხებზე მთლიანი სავალუტო დაკრედიტების 18,3% მოდის. შეგახსენებთ სავალუტო იპოთეკის ვადა კვლავ 10 წლამდეა შემცირებული. დაგრძელვადიანება ბოლოდროინდელ სებ-ის რეგულაციაში არ იყო.

თუმცა ბანკებისთვის LTV-ის (-30%) კოეფიციენტი მხოლოდ სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო.

bp.ge