2024 წლის პირველ კვარტალში, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანული მედია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანიდან 208.84 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და პროდუქცია შემოიტანა, რაც წლიურ მაჩვენებელზე 14.5%-ით ნაკლებია.

ხოლო, საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში გასულ წელთან შედარებით 26.7%-ით შემცირდა და 191.94 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 400.79 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ მაჩვენებელზე 20.8%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი კი იყო თურქეთი - 964.06 მლნ. აშშ დოლარი.