„არ დავუშვათ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა!“ - ამ მოწოდებით დღეს, 21 თებერვალს, 15:00 საათზე მძღოლები, დილერები, ავტოიმპორტიორი კომპანიები და სექტორში დასაქმებული პირები რუსთავის მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
მოითხოვნაა: დაანონსებული ინიციატივის შეჩერება, საკითხის საჯარო განხილვა და სამართლიანი რეგულაციები.
„საქართველოს მთავრობა განიხილავს 6-წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას.
ეს გადაწყვეტილება:
- ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას ავტომატურად არ გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას;
- მნიშვნელოვნად გაზრდის ავტომობილების ფასს;
- დააზარალებს საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს;
- დაარტყამს ავტოიმპორტისა და ავტოსერვისის სფეროში დასაქმებულებს.
საცობები გამოწვეულია ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის პოლიტიკის პრობლემებით - არა იმპორტირებული ავტომობილების ასაკით.
ეკოლოგიური სტანდარტი უნდა განისაზღვროს გამონაბოლქვით და არა გამოშვების წლით.
მოვითხოვთ:
- ინიციატივის შეჩერებას;
- საკითხის საჯარო განხილვას;
- სამართლიან და პროპორციულ რეგულაციებს.
შენი ხმა მნიშვნელოვანია!“, - წერია ავტოიმპორტიორების მიერ გაბრცელებულ განცხადებაში.