ტუროპერატორები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში ტურების წინასწარ ფასებზე საუბრობენ, ზუსტი ფასები ავიაბილეთის ხელმისაწვდომობაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა განუცხადა. ამის შესახებ რუსული პრესა წერს.

მისი თქმით, ერთკვირიანი ტურის ფასი საქართველოში 50-60 000 (1580-1900 ლარი) რუბლი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის ფასი უახლოეს მომავალში არ დასტაბილურდება, ვინაიდან ჯერ მხოლოდ ორ გადამზიდველს აქვს  კვირაში 14 რეისი თბილისის მიმართულებით და ეს არც ისე ბევრია. საწყის ეტაპზე, ორმხრივი ბილეთის ფასი რეგიონში 35 000 რუბლის ფარგლებშია, უფრო კომფორტული ფასი იქნებოდა - 15-25 000 რუბლი“, - აცხადებს მურადიანმა.

ამ დროისთვის საქართველო-რუსეთს შორის ფრენების ნებართვა Georgian Airways-მა და Azimuth-მა მიიღეს. პირდაპირი რეისები მოსკოვსა და თბილისს შორის 19 მაისიდან იწყება.