აშშ-ს ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი, ამერიკის საფონდო ბირჟებიდან ჩინური აქციების დელისტინგზე თანახმაა.
მისი თქმით, აშშ-ის საფონდო ბირჟებს ამის ყველა შესაძლებლობა აქვს, მაშინ, როცა ჩინეთი "არაპატიოსანი" სავაჭრო პარტნიორია.
ბესენტმა ასევე უპასუხა ჩინეთის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ამერიკის ახალ 104%-იან ტარიფებს, 84%-იანი ტარიფებით უპასუხებს.
„მგონია, რომ ეს სამწუხაროა, რადგან ჩინურ მხარესთან, მოლაპარაკებას ფაქტობრივად არ ვაპირებთ, ისინი საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მთავარი წესების დამრღვევები არიან“, — განაცხადა ბესენტმა Fox-თან ინტერვიუში.
ბესენტმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, არ მიმართოს საკუთარი ვალუტის დევალვაციას, რადგან ეს დაწესებული ტარიფების კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.
Reuters-ი ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პეკინი არ აპირებს დევალვაციის გამოყენებას. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ქვეყნის სახელმწიფო ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დოლარის შესყიდვა შეამცირონ, რითაც ეროვნული ვალუტის გამყარების იმედი აქვთ.